logo_geo
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
- +

22 ოქტომბერი. 2021. 14:30

 

 

25 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

 

25 ოქტომბერს გაწვიმდება (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

 

26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ გრილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

 

თბილისში 25 ოქტომბრამდე თბილი (20, +22 გრადუსი) და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 25-27 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 25 ოქტომბერს დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

 

 

 

big_banner
არქივი