logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

23 ოქტომბერი. 2021. 10:53

 

 

საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 790 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 487 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 051, „პისიარ“ ტესტით –  21 436.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,51%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო შვიდი დღის – 9,09%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 688 804 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან  626 478 გამოჯანმრთელდა, 9 699 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა – 1 943 743 აცრა, დღიურად აცრილია – 5 469.

 

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 925 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 993 პირი.

 

ამასთან, 22 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი, გარდაიცვალა 40 პაციენტი.

 

 

right_banner big_banner
არქივი