logo_geo
ვის მიენიჭათ „საპატიო თბილისელის“ წოდება
- +

23 ოქტომბერი. 2021. 15:10

 

 

თბილისის მერიამ საპატიო თბილისელები წელსაც დააჯილდოვა. წოდება კიდევ 13 ადამიანს მიენიჭა:

 

რისმაგ გორდეზიანი - მეცნიერი, ფილოლოგი;

 

აკაკი ნადარეიშვილი - ექიმი, პროფესორი;

 

ირაკლი ფავლენიშვილი - ექიმი, საქართველოს პედიატრთა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი;

 

რამაზ ყურაშვილი - ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი;

 

დავით კვაჭაძე - ფოტოგრაფი და მოკრივე;

 

ლილი კინწურაშვილი - ქალაქ თბილისის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავრი სპეციალისტი;

 

ელგუჯა ბურდული - მსახიობი;

 

პაატა კერვალიშვილი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;

 

ინგა ჯიბუტი - საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი;

 

ბადრი ქუთათელაძე - მწერალი, პოეტი, მკვლევარი, მწერალთა კავშირის წევრი;

 

გრიშა ჩიგოგიძე - პიონერფილმის ხელმძღვანელი;

 

დავით მუსხელიშვილი - ისტორიკოსი;

 

გივი ღამბაშიძე - ზეინკალი.

 

წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის, უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს — განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე.

 

პანდემიიდან გამომდინარე, „თბილისობის“ ფარგლებში სადღესასწაულო ღონისძიებები წელსაც არ იმართება. თბილისის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ონლაინ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში 2021 წლის „თბილისობის“ მუსიკალური წარმოდგენის ჩვენება, რომელიც 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აღარ გაიმართა.

 

 

right_banner big_banner
არქივი