logo_geo
პიკასოს 11 ნამუშევარი რეკორდულ ფასად გაიყიდა
- +

24 ოქტომბერი. 2021. 11:34

 

 

„1973 წელს გარდაცვლილი ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს 11 ნამუშევარი აუქციონზე რეკორდულ ფასად, $110 მილიონად გაიყიდა“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ნამუშევრები კომპანია MGM Resorts-ს ეკუთვნოდა და ისინი Bellagio Hotel-ში, Picasso Restaurant-ის კედლებს ამშვენებდა.

 

კოლექცია მხატვრის შემოქმედების 50 წელზე მეტს მოიცავს. 11 დან 9 ნამუშევარი ნახატია, 2 კი - კერამიკა.

 

ნამუშევრებიდან ყველაზე ძვირად შეფასდა „ქალი ნარინჯისფერი ბერეტით“ (1938 წ.), რომელზეც აღბეჭდილია პიკასოს მუზა მარია-ტერეზა ვოლტერი. ნახატი $40.5 მილიონად გაიყიდა. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ მისი ღირებულება 20-დან 30 მილიონამდე განისაზღვრებოდა.

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი