logo_geo
ალეკ ბოლდუინის მიერ დაჭრილმა რეჟისორმა პირველი განცხადება გაავრცელა
- +

24 ოქტომბერი. 2021. 13:18

 

 

„ამერიკელი რეჟისორი ჯოელ სოუზა, გადასაღებ მოედანზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, პირველ განცხადებას ავრცელებს“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ის აღნიშნავს, რომ განადგურებულია მეგობრისა და კოლეგის, ჰალინა ჰატჩინსის დაკარგვის გამო.

 

„ის იყო კეთილი, ენერგიული, წარმოუდგენლად ნიჭიერი, ბევრს იბრძოდა და ყოველთვის მიბიძგებდა, უკეთესი გავმხდარიყავი. ახლა, ამ რთულ დროს, ჩემი ფიქრები მისი ოჯახისკენაა მიმართული. მადლობელი ვარ იმ სიყვარულისთვის, რომელიც ვიგრძენი კინემატოფრაფთა საზოგადოებისგან, სანტა-ფეს მოსახლეობისგან და ათასობით უცხო ადამიანისგან. ეს აუცილებლად დამეხმარება გამოჯანმრთელებაში“, - აღნიშნავს ის.

 

 

 

 

big_banner
არქივი