logo_geo
„პიონერფილმი“: ჩვენი გრიშა მასწავლებელი დედაქალაქის საპატიო მოქალაქე გახდა!
- +

24 ოქტომბერი. 2021. 15:49

 

 

 

„პიონერფილმის“ ლეგენდარული დამფუძნებელი და უცვლელი ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. „პიონერფილმი“ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე მისალოც განცხადებას ავრცელებს.

 

„და აი ეს ლეგენდარული დღეც დადგა!

 

ჩვენი გრიშა მასწავლებელი, (ბატონი გრიგოლ (გრიშა) მასწავლებელი 79 წლის ასაკში დედაქალაქის საპატიო მოქალაქე გახდა!

 

საქართველოში პირველი და ყველაზე დიდხანს არსებული ახალგაზრდული ვარსკვლავოსანი კინოსტუდია „პიონერფილმის“, ასევე საქართველოში პირველი საბავშვო/ახალგაზრდული კინოფესტივალ „თბილისური აისის“ დამფუძნებელი, თეატრმცოდნე, ჟურნალისტი და მრავალმხრივ ნიჭიერი და, რაც მთავარია, უთბილესი ადამიანი და საოცარი პედაგოგი ქალაქმა დააფასა და დედაქალაქის საკრებულოში გამართულ 2021 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიაზე საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა!!! ჯილდო პირადად გადასცა მას ქალაქის მერმა კახა კალაძემ.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეროვნული სასახლიდან ის პირველი მოქმედი თანამშრომელია, რომელსაც ეს პატივი ერგო წილად.

 

გილოცავთ, გრიშა მასწ! თქვენ ეს პატივი დიდი ხანია დაიმსახურეთ. მადლობას გიხდით ამ ქალაქის კულტურულ განვითარებაში წვლილის შეტანისათვის და გალამაზებისთვის. გისურვებთ დღეგრძელობასა და წარმატებას“, - აღნიშნულია „პიონერფილმის“ განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი