logo_geo
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
- +

25 ოქტომბერი. 2021. 10:58
 
 
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 877-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 950 693 აცრა გაკეთდა.
 
 
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 694 182 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 635 611, გარდაიცვალა 9 788 პაციენტი.
 
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
 
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
 
 
 

 

big_banner
არქივი