logo_geo
მედია ალეკ ბოლდუინისა და მის მიერ მოკლული ოპერატორის ქმარ-შვილის შეხვედრის ემოციურ ფოტოებს ავრცელებს
- +

25 ოქტომბერი. 2021. 12:39

 

 

ამერიკელი მსახიობი ალეკ ბოლდუინი შეხვდა იმ ოპერატორის მეუღლესა და ვაჟს, რომელიც, რამდენიმე დღის წინ, გადასაღებ მოედანზე, შემთხვევით მოკლა, - ამის შესახებ Fox News-ი წერს.

 

მედიამ მსახიობი სანტა-ფესთან, ნიუ მექსიკოში, იმ სასტუმროსთან დააფიქსირეს, სადაც ჰალინა ჰატჩინსის მეუღლე და 9 წლის ვაჟი იმყოფებოდნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეხვევა ის ოპერატორის შვილს.

 

ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღით მოკლა. დაჭრილი რეჟისორი კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ფილმის გადამღები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი