logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი ბავშვების შობადობის სტატისტიკა გაზრდილია – ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო
- +

25 ოქტომბერი. 2021. 18:48

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია.

 

როგორც ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 9 თვის განმავლობაში ე.წ. რესპუბლიკას ათასი ახალშობილი ჰყავს, მაშინ როდესაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 1113 იყოს.

 

ამ პერიოდში 525 ბიჭი და 475 გოგო დაიბადა.

 

ეთნიკური მაჩვენებლით დაბადებულთაგან 622 ბავშვი აფხაზია; 123 ქართველი; 118 სომეხი; 76 რუსი და 61 სხვა ეროვნების.

 

2020 წელს დაბადებულთაგან მეტი აფხაზი ბავშვი იყო – 712; სომეხი – 144; ქართველი 106; 99 რუსი და 50 სხვა ეროვნების.

 

 

big_banner
არქივი