logo_geo
ილონ მასკი Forbes-ის რეიტინგების ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა
- +

27 ოქტომბერი. 2021. 10:40

 

 

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ჟურნალ Forbes-ის რეიტინგების ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.

 

გამოცემის ცნობით, 25 ოქტომბერს ილონ მასკის ქონებამ 271,3 მილიარდ დოლარს შეადგინა, მას შემდეგ რაც Tesla-ს აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა, კომპანიის კაპიტალიზაციამ კი 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

 

მანამდე Forbes-ის რეიტინგების ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი გამხდარა, რომლის ქონებაც ივლისში 212 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

 

ილონ მასკის ქონების ძირითად ნაწილს Tesla-ში 21%-იანი წილი შეადგენს. მას ასევე SpaceX-ში მინორიტარული წილი აქვს.

 

ჟურნალ Forbes-მა უმდიდრესი ადამიანების პირველი რეიტინგი 1918 წელს შეადგინა. მაშინ 30 უმდიდრესი ამერიკელის სიის სათავეში ჯონ როკფელერი აღმოჩნდა, რომლის ქონებაც 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

 

 

big_banner
არქივი