logo_geo
გულიკო გამცემლიძე: უნდა ვაჩვენოთ მიშას მომხრეებს, რომ ძალიან ბევრნი ვართ!
- +

27 ოქტომბერი. 2021. 13:15

 

 

„დღევანდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამდენი წლის შემდეგ, კიდევ თუ დაგვჭირდებოდა ასეთი აქციები“, – ამის შესახებ 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის დედამ გულიკო გამცემლიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს სიმბოლური აქცია იმართება.

 

„ქართული საზოგადოება არ არის ისეთი გონებაჩლუნგი, რომ 30-ში გადაწყვეტილება უმრავლესობით არ მიიღოს და არ დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“. აუცილებელია, 30 ოქტომბერს ბევრი გამოვიდეს. ძალიან ბევრი ადამიანია ჩემ ირგვლივ, ვინც პირდაპირ მოითხოვს მიშა სააკაშვილის გასამართლებას. მიშას საწინააღმდეგო აქცია უნდა ჩავატაროთ დღეს. აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ მიშას მომხრეებს, რომ ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი და გამარჯვება აუცილებლად ჩვენკენ იქნება“, – განაცხადა გამცემლიძემ.

 

დღეს,  17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ შემაჯამებელ საარჩევნო აქციას გამართავს.

 

 

big_banner
არქივი