logo_geo
ლია გუდაძე: შვილის გარდაცვალების მერე მეც გარდავიცვალე
- +

6 ნოემბერი. 2021. 22:00

 

 

მსახიობ ლია გუდაძეს შინაარსიანი, ლაღი, სისხლსავსე ცხოვრება ჰქონდა. საოცარი სილამაზის ქალი ერთნაირად ბრწყინავდა როგორც თეატრის სცენაზე, ასევე კინოფილმებში. ბედნიერი ცოლი იყო, ყურადღებიანი დედა, საუკეთესო მეგობარი, ხალისიანი, მჩქეფარე, გარშემომყოფთ სიყვარულსა და სითბოს უხვად უნაწილებდა…

 

მერე კი დადგა მძიმე დრო. ქალიშვილის, ნესტან შარიას, გარდაცვალების შემდეგ, როგორც ,,სარკესთან” ამბობს, ცხოვრება შეწყვიტა და მხოლოდ არსებობს.

 

– ქმართან, ნუგზარ შარიასთან გაყრა რთულად გადაიტანეთ?

 

–როგორ შეიძლება ოჯახის დანგრევა მარტივი იყოს, განსაკუთრებით 70-იან წლებში, როცა ქმარს გაცილებულ და შვილიან ქალს ალმაცერად უყურებდნენ. გაყრა ოპერაციას ჰგავს, რთულია და მტკივნეული.

 

ჩვენ დაცილებულები ვიყავით, როცა ნუგზარი უცხოეთში დარჩა. ჩემზე უმძიმეს ზეწოლას ახორციელებდა უშიშროება. 20 წელი, სანამ ზვიად გამსახურდია არ მოვიდა ხელისუფლებაში, მუდმივად მიბარებდნენ, დამკითხავდნენ. ბევრი რამ გამიფუჭეს. არ მიშვებდნენ საზღვარგარეთ, საგასტროლო სიიდან ამოღებული ვიყავი…

 

ძალიან ბედნიერად ვიცხოვრე. უფალმა უხვად დამაბერტყა სიხარული და მერე ჩემი დროც დადგა, ყველაფერი დამთავრდა. ახლა მე აღარ ვცხოვრობ, უბრალოდ ვცოცხლობ.

 

ჩემი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ ჩემი შინაგანი “მე”-ც გარდაიცვალა, აღარაფერი მიხარია. თქვენ წარმოიდგინეთ, თეატრშიც არ წავსულვარ. ვიცი, ეკლესიურადაც არ არის გამართლებული ასეთი გლოვა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.

 

მეუბნებიან: “ლია, რა კარგად გამოიყურები!”. ეს ჩემი გარეგნული სახეა, გული კი ტკივილით მაქვს სავსე. ჩემი ბრდღვიალა, ფერადი სამოსი პირველი დღიდანვე გავაჩუქე, თვალი და ხელი რომ არ გამქცეოდა. ყოველთვის მიყვარდა შავ-თეთრი კინო და ახლა ჩემი ცხოვრებაც შავ-თეთრი ფერისაა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი