logo_geo
ავსტრალიაში, რამდენიმე კვირის წინ დაკარგული 4 წლის ბავშვი ჯანმრთელი და უვნებელი იპოვეს
- +

7 ნოემბერი. 2021. 13:46

 

 

„კლეო სმიტი, რომელიც 16 ოქტომბერს დაიკარგა, პოლიციამ ჯანმრთელი და უვნებელი იპოვა. ბავშვს გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით, ჩაკეტილ სახლში მიაკვლიეს“, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

არსებული ინფორმაციით, 4 წლის ბავშვი ოჯახის დასავლეთ ავსტრალიაში სტუმრობისას, კარვის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა.

 

სამართალდამცველების თქმით, გოგო ექიმებმა უკვე შეამოწმეს და ფიზიკურად, ის კარგადაა.

 

საქმეზე 36 წლის კაცი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება მას ბავშვის უნებართვოდ წაყვანას ედავება. მას შემდეგ, რაც ის იზოლატორში აღმოჩნდა, თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც, საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმის დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი