logo_geo
ლევან კოღუაშვილის ფილმმა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე 3 ჯილდო მოიპოვა
- +

7 ნოემბერი. 2021. 18:43

 

 

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ სამი ჯილდოს მფლობელი გახდა:

 

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ლევან თედიაშვილი;

 

ფიპრესის ჯილდო;

 

ეკუმენიური ჟიურის პრიზი.

 

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად მიიჩნევა, 2-7 ნოემბერს გაიმართა.

 

ლევან კოღუაშვილის ფილმის ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოს, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის კოპროდუქციაა. „მეოთხე ბრაიტონის“ ერთ-ერთი თანაპროდიუსერია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო თანადამფინანსებელი საქველმოქმედო ფონდი „ქართუ”.

 

ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, საქართველოს სახელით იბრძოლებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი