logo_geo
ოზურგეთში, სანაპიროს ქუჩას ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება
- +

8 ნოემბერი. 2021. 16:57

 

 

ოზეურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, სანაპიროს ქუჩას ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება.

 

„ანზორ ერქომაიშვილი ჩვენი კუთხის საამაყო წარმომადგენელი, ქართული ფოლკლორის მოამაგე, დიდი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, ასევე ანსამბლების - „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი გახლდათ“, - არნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი, 31 მარტს, კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ვოკალურ ანსამბლს 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს თავის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

 

ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

 

big_banner
არქივი