logo_geo
ილია მეორე: გელა ჩარკვიანი ჩვენი დროის გამორჩეული პიროვნებაა, მუდამ ხალისიანი სინამდვილეში დიდ ტკივილს ატარებდა, მაგრამ თავისი ჯვრის სიმძიმეს არ იმჩნევდა
- +

12 ნოემბერი. 2021. 00:15

 

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამძიმრის წერილს ავრცელებს.

 

„ბატონი გელა ჩარკვიანი ჩვენი დროის გამორჩეული პიროვნებაა. იგი თავისი მრავალფეროვანი, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით როგორც ძველი, ისე ახალი თაობისათვის ყოველთვის მისაღები და ახლობელი იყო. მუდამ ხალისიანი სინამდვილეში დიდ ტკივილს ატარებდა, მაგრამ თავისი ჯვრის სიმძიმეს არ იმჩნევდა.

 

პუბლიცისტი, დიპლომატი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, მუსიკოსი. . . ბატონი გელა ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო გადაცემებით გაიცნო და შეიყვარა.

 

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან შეიწყალოს იგი და სასუფეველი დაუმკვიდროს. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახის წევრები“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

big_banner
არქივი