logo_geo
სასამართლომ ბრიტნი სპირსის მამა მომღერალზე მეურვეობას ოფიციალურად ჩამოაშორა
- +

13 ნოემბერი. 2021. 10:34

 

 

ლოს-ანჯელესის სასამართლომ ბრიტნი სპირსის მამა ჯეიმი სპირსი მომღერალზე მეურვეობას ოფიციალურად ჩამოაშორა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

მომღერლის ფინანსურ ანგარიშებზე კონტროლი დროებით პროფესიული აუდიტორის ხელში გადავა, რასაც თავად მომღერალი და მისი ადვოკატი ითხოვდნენ.

 

ბრიტნი სპირსი სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა, მისმა ადვოკატმა კი განაცხადა, რომ ეს ბრიტნისთვის „გრანდიოზული დღეა“.

 

„პირველად 13 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს - თავად ბრიტნის შეუძლია გადაწყვიტოს, როგორ უნდა მოიქცეს“, - აცხადებს მეთიუ როზენგარტი.

 

 

 

 

big_banner
არქივი