logo_geo
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში, პაციენტების ნახევარი წლამდე ასაკის ბავშვები არიან
- +

13 ნოემბერი. 2021. 12:11

 

 

მძიმე ეპიდვითარების ფონზე, სპეციალისტები მოსახლეობას კვლავ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. ეპიდემიოლოგები მოზარდებში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის აუცილებლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

 

„ამ ეტაპზე, კრიტიკულად მძიმე პაციენტი არ გვყავს. პაციენტების ნახევარი, როგორც რეანიმაციაში, ისე - განყოფილებებში, წლამდე ასაკის ბავშვები არიან. არიან ახალშობილებიც, ჩვილებიც. ახალშობილები, ძირითადად, რეანიმაციაში წვანან. ასევე, არიან მშობლებიც, რომლებიც ჩვენთან მკურნალობენ ბავშვებთან ერთად. მათგან 5 მათგანია ორჯერადად ვაქცინირებული და დანარჩენი, არცერთი მშობელი არ არის ვაქცინირებული. თუ ჩაატარებენ მოზარდების ასაკში ვაქცინაციას, ძალიან მოხარული ვიქნები, რადგან ეს ის ჯგუფია, რომელიც უფრო მობილურია - სკოლაშიც დადიან, სპორტზეც, კინოთეატრებშიც“, - ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

 

 

 

big_banner
არქივი