logo_geo
ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა
- +

13 ნოემბერი. 2021. 12:35

 

 

ქართველი რეჟისორი, ერმალო მაღრაძე კორონავირუსის გართულებებს შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე, მანანა ხიდაშელი ავრცელებს.

 

როგორც ხიდაშელი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რეჟისორი გუშინ გარდაიცვალა.

 

ერმალო მაღრაძე კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკა “ბომონდში” 4 ნოემბრიდან მკურნალობდა. კლინიკის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებისას მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო.

 

“პაციენტის გადასარჩენად მაქსიმალური გააკეთა კლინიკის გუნდმა, თუმცა სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – ამბობს “ბომონდი”-ს კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი.

 

ერმალო მაღრაძე 79 წლის იყო. მან გადაიღო ისეთი ფილმები, როგორიცაა „გზააბნეულნი“, „აპოკალიფსი არ იქნება“, „შვეციის პრინცი იმერეთიდან“. ამ ფილმებმა განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო წლებში მოიპოვეს.

 

 

big_banner
არქივი