logo_geo
ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპზე 12-15 წლის ასაკის მოზარდებში 518 პირია აცრილი, დიდი აქტიურობა არ არის, მაგრამ თანდათან მოიმატებს
- +

14 ნოემბერი. 2021. 13:55

 

 

„გარდა იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობაა მაღალია, ასევე მაღალია მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა საავადმყოფოებში. 1 600-ზე მეტი მძიმე პაციენტია და 350-ზე მეტი გახლავთ ხელოვნულ ვენტილაციაზე. ეს ყველაფერი ამ ცუდი გამოსავლის წინაპირობაა. უნდა გავითავისოთ, რომ ამას ვერაფერი შეაჩერებს გარდა ვაქცინაციისა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა პირობაა, რომ ადამიანები აიცრან.

 

„სამი ვაქცინაა, მათი რაოდენობა შეუზღუდავია, ბევრია და მხოლოდ მოტივაცია გვჭირდება და თვითშეგნება, რომ აცრის გარეშე გვექნება ცუდი, ფატალური გამოსავლები. აცრა იცავს ინფიცირებისგან, საავამდყოფოში მოხვედრისგან, დამძიმებისგან,სიკვდილიანობისგან. დიახ, ვადასტურებ, რომ აცრილ ადამიანებში შეიძლება, იყოს ინფიცირება, მაგრამ აცრილებში ის ექვს-შვიდჯერ ნაკლები სიმპტომით მიმდინარეობს და ნაკლები ინტენსივობით, ვიდრე აუცრელებლში. ის სლოგანი, რომლითაც ვოპერირებთ-ვიცრებით ჩვენი ქვეყნისთვის, ვიცრებით საქართველოსთვის და ვიცრებით ერთმანეთისთვის. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. განსაკუთრებით 60-ზე ზემოთ ადამიანები, რადგან გარდაცვალების 85% მოდის სწორედ ამ ასაკში და ეს ასაკის ადამიანები უნდა აიცრან. გარკვეული წახალისება, რომელიც გამოცხადდა საბჭოს მიერ, მხედველობაში მაქვს ფულადი წახალისება, მნიშვნელოვანი ფაქტორია, ოდნავ ამან უკვე იმოქმედა და გაიზარდა წილი აცრილთა. თუ ადრე იყო ყოველდღიური 27-28%, ახლა 40%-ზე მეტია, მაგრამ საკმარისი არ არის. ამ ასაკის 34 პროცენტია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

რაც შეეხება 12-15 წლის ასაკაში ვაქცინაციას, გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში სულ 518 მოზარდია აცრილი.

 

„ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი არ არის დაბალი. მთლიანად იმ ინფიცირებულთა შორის, რაც დადასტურებულია ამ ორი წლის განმავლობაში, ბავშვების წილი 120 000 ფარგლებშია. ბავშვები საკმაოდ ხშირად ინფიცირდებიან, მაგრამ შედარებით მსუბუქად იტანენ, თუმცა იცით რომ რვა შემთხვევა გვქონდა ფატალობის. ბავშვები ასევე მარტივად ავრცელებენ, აინფიცირებენ მშობლებს, ბებიებს,  ბაბუებს. ბევრი კვლევაა ჩატარებული, როგორი დამცველობითი უნარი აქვს, თითქმის 100%-იანი, ბევრმა ქვეყანამ დაიწყო და მოიცვა ბავშვების დიდი ნაწილი. დავიწყეთ 12- 15 წლის ასაკში ვაქცინაცია, 518 ბავშვია ამ ასაკის აცრილი, აქედან 48 სრულად. დიდი აქტიურობა არ არის, მაგრამ აქტიურობა თანდათან მოიმატებს და სასურველია მშობლებს მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ, რომ აუცილებელია ბავშვების აცრა, დავამთავროთ პანდემია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი