logo_geo
მწვანე პასპორტები იტალიაში - ვის შეეხება სიახლე
- +

15 ნოემბერი. 2021. 13:34

 

 

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიის დასაქმებული მოქალაქეებისთვის სამსახურში სავალდებულო ხდება ე.წ. მწვანე პასპორტების წარდგენა, სადაც დატანილი იქნება ინფორმაცია, შეუძლია თუ არა პირს, იმყოფებოდეს სამუშაო სივრცეში. 

 

აღსანიშნავია, რომ პისიარ ტესტირება იტალიის დასაქმებულ მოსახლეობას ყოველ სამ დღეში ერთხელ მოუწევს, იმ შემთხვევაში, თუ აცრები სრულად არ ექნებათ ჩატარებული.

 

 დასაქმებულებს, ასევე, უფლება ეძლევათ, წარადგინონ სპეციალური ცნობა კოვიდინფექციის გადატანის შესახებ, რასაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექნება ძალა. „მწვანე პასპორტის“ მონაცემებში არ იქნება დაკონკრეტებული -  პირი აცრილია, ჩატარებული აქვს პისიარ ტესტირება თუ ანტიგენის ანალიზი.  მასში მხოლოდ მითითებული იქნება, რომ პირს აქვს ნებართვა, იმყოფებოდეს სამუშაო სივრცეში. აღნიშნული რეგულაციები დისკრიმინაციული მიდგომების თავიდან აცილების მიზნით შემოიღო მთავრობამ.

 

წყარო: https://www.shrm.org/resourcesandtools/hr-topics/global-hr/pages/coronavirus-italy-green-pass.aspx?fbclid=IwAR1R0oXv6jBSiA3wpQvpZtPvV12lTikxe_Skmd6kfRS564XCBn8y0XbQMAI

 

 

 

 

big_banner
არქივი