logo_geo
ეროვნულ გალერეაში ილია პატაშურის გამოფენის გახსნისთვის მზადება მიმდინარეობს
- +

16 ნოემბერი. 2021. 17:01

 

 

„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის, ილია პატაშურის ნამუშევრების გამოფენა „ფხოვის ზარები“ გაიხსნება. გალერეაში გამოფენის გახსნისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, 1 თვის განმავლობაში გალერეაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის 120 ნამუშევარი.

 

„გამოფენისთვის ასევე მომზადდა და გამოიცა ილია პატაშურის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კატალოგი.

 

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ გალერეაში ილია პატაშურის გამოფენის მოწყობა კულტურის მინისტრის ინიციატივით გახდა შესაძლებელი. თეა წულუკიანმა 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს მხატვრებს ეროვნული გალერეიდან მიმართა და აცნობა, რომ მათი მრავალწლიანი თხოვნა დაკმაყოფილებულია და ცისფერი გალერეა მხატვრებს უბრუნდება, რაც მათ გამოფენების მოწყობის საშუალებას კვლავ მისცემს. გამოფენა 17 ნოემბერს 17:00 საათზე გაიხსნება“, - ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი