logo_geo
სერენა უილიამსმა ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსი მოირგო
- +

17 ნოემბერი. 2021. 00:38

 

 

ამერიკელმა ჩოგბურთელმა, „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა სერენა უილიამსმა ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას (დავით კომახიძე) მიერ შექმნილი სამოსი მოირგო.

 

სერენა უილიამსი მეუღლე ალექსის ოჰანიანთან და 4 წლის შვილთან, ოლიმპიასთან ერთად თავისი მამის , რიჩარდ უილიამსის შესახებ გადაღებული ფილმის - „მეფე რიჩარდის“ პრემიერას დაესწრო. აღსანიშნავია, რომ დედა-შვილს ერთნაირი სამოსი ეცვათ. პრემიერას ასევე დაესწრო სერენას უფროსი და ვინუს უილიამსი.

 

რიჩარდ უილიამსის როლი ფილმში უილ სმიტმა შეასრულა. ფილმის რეჟისორი რეინალდო მარკუს გრინია.

 

 

 

 

big_banner
არქივი