logo_geo
გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წელი გავიდა
- +

17 ნოემბერი. 2021. 10:38

 

გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წელი საიუბილეო კვირეულით აღინიშნება. ლიტერატურულ მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს პოეტის ფოტოები, პირადი წერილები და სხვა საინტერესო ექსპონატები დახვდება.

 

ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიში დაიბადა.

 

1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910-1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917-1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ ავტორს „პოეტების მეფის“ სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს“. 1924 წელს იგი იყო ჟურნალის „მნათობი“ ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

 

გალაკტიონი 1959 წლის 17 მარტს გარდაიცვალა.

 

 

 

big_banner
არქივი