logo_geo
თბილისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება
- +

19 ნოემბერი. 2021. 03:00

 

 

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, 19 ნოემბერს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

 

სამგორის რაიონი

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს, ნაკადულის, ქინძმარაულის, ბაბუციძის და დიმიტროვის ქუჩების მოსახლეობას.

 

დიდუბის რაიონი

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

 

საბურთალოს რაიონი

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, ასმათის, ვეფხისტყაოსნის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

 

კრწანისის რაიონი

 

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონ მეორეს, დიდი ხეივნის, კრწანისის და გორგასლის ქუჩების მოსახლეობას. 

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, მეფე სოლომონ მეორეს, კრწანისის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მოსახლეობას.

 

ჩუღურეთის რაიონი

 

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მარუაშვილის, ზაზიშვილის, კაპანაძის, ნორიოს, ფარავნის, ართვინის, მამარდაშვილის, ქინქლაძის, დონდუას, ჩიტაიას, მამრაძის და თეთნულდის ქუჩების  მოსახლეობას. 

 

ნაძალადევის რაიონი

 

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, III, IV, V კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ავჭალის სამხედრო დასახლების, ღვალაძის, გორგაძის, გაბაშვილის, რომელაშვილის, ერისთავის, გობრონიძის, რჩეულიშვილის, ლაგურაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

 

 

big_banner
არქივი