logo_geo
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
- +

19 ნოემბერი. 2021. 14:29

 

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდი ნარჩუნდება, თუმცა, 20-21 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

 

22-23 ნოემბერს გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

 

თბილისში 24 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 20-21 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

 

 

 

big_banner
არქივი