logo_geo
20 ნოემბერი ფერმერის დღეა
- +

20 ნოემბერი. 2021. 11:37

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ფერმერებს მათი დღე მიულოცა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„თქვენ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. საქართველოში წარმოებული პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება მსოფლიოს მრავალ ბაზარზე და ეს თქვენი დამსახურებაა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისთვის. სახელმწიფო, თავის მხრივ, თქვენი მუდმივი მხარდამჭერია. სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა და ყველა ის პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ, თითოეული თქვენგანის წარმატების და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის წარმატების მიზანს ემსახურება”, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი