logo_geo
მედიცინის ქართველი პროფესიონალების დასახმარებლად, ამერიკამ NCDC-ს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა
- +

20 ნოემბერი. 2021. 14:51

 

 

„პანდემიასთან ბრძოლაში მედიცინის ქართველი პროფესიონალების დასახმარებლად, ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა“, - ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

 

აღჭურვილობა საქართველოს აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცა და მოიცავდა შემდეგს:

 

2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000);

 

20 000 შპრიცი ვაქცინირებისთვის ($74 983.94);

 

100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640);

 

130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006);

 

220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20).

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი