„პანდემიასთან ბრძოლაში მედიცინის ქართველი პროფესიონალების დასახმარებლად, ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა“, - ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
აღჭურვილობა საქართველოს აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცა და მოიცავდა შემდეგს:
2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000);
20 000 შპრიცი ვაქცინირებისთვის ($74 983.94);
100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640);
130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006);
220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20).