logo_geo
CNN-ი: ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარე საქართველო ამ მხარის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანაა
- +

21 ნოემბერი. 2021. 15:42

 

 

CNN-ი საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის სტატიას აქვეყნებს, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რა უნდა გაითვალისწინონ სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში სტუმრობამდე და როგორია ეპიდვითარება.

 

„ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარე საქართველო ამ მხარის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანაა. თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი დიდებული დედაქალაქია; ასევე, ქუთაისი, სადაც მრავალი ფრენა სრულდება. საქართველოში იშლება თვალწარმტაცი პეიზაჟები, მთიანი ადგილები, სადაც, ყველაფერი ისეა, თითქოს, დროა გაჩერებული“, - წერს CNN-ი.

 

ავტორი საქართველოში მოგზაურობის მსურველებს ატყობინებს, რომ ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება და ვინც რეგულაციას არ დაიცავს, დაჯარიმდება.

 

 

 

 

big_banner
არქივი