logo_geo
პაატა იმნაძე: ყოველდღიურად, 70-ზე მეტი თანამოქალაქე იღუპება - ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, ეს კატასტროფაა
- +

21 ნოემბერი. 2021. 16:02

 

 

„ყოველდღიურად, 70-ზე მეტი თანამოქალაქე იღუპება. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, ეს კატასტროფაა. სამწუხაროდ, კარგა ხანს, ეს კორონა არსად არ წავა. გამოსავალი ვაქცინაცია და პირბადის ტარებაა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, არაერთი წამახალისებელი ღონისძიება ამოქმედდა.

 

„ამისთვის დაიწყო წამახალისებელი ღონისძიებები. პენსიონერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აცრა. იგივე შეიძლება ითქვას წამახალისებელ ლატარიაზე. ყველაფერი კეთდება, რომ ადამიანებმა სიცოცხლე გადაირჩინონ და ჯანმრთელობას მოუფრთხილდნენ“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი