logo_geo
ჯო ბაიდენმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით ორი ინდაური, სახელად „არაქისის კარაქი“ და „ჟელე“ შეიწყალა
- +

21 ნოემბერი. 2021. 16:34

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით ორი ინდაური, სახელად „არაქისის კარაქი“ და „ჟელე“ შეიწყალა. ინდაურებს სახელები მათ მშობლიურ შტატ ინდიანაში სკოლის მოსწავლეებმა დაარქვეს.

 

ინდაურები შეწყალებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში თეთრ სახლში იმყოფებოდნენ.

 

ინდაურების შეწყალების შესახებ ჭორები საპრეზიდენტო ისტორიაში ლინკოლნის ადმინისტრაციამდე მიდის. ინდაურების პირველი დოკუმენტირებული შეწყალება 1963 წელს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯონ კენედის უკავშირდება, თუმცა მომდევნო პრეზიდენტებს, ჯერალ ფორდს და რიჩარდ ნიქსონს ინდაურები არ შეუწყალებიათ.

 

ინდაურების შეწყალების ტრადიცია 1989 წელს ჯორჯ ბუშმა აღადგინა და ახლა თეთრი სახლის სადღესასწაულო სეზონის ძირითადი ნაწილია.

 

 

 

big_banner
არქივი