logo_geo
ივანე ჩხაიძე: ბავშვებში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა, ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
- +

21 ნოემბერი. 2021. 17:38

 

 

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ბავშვებში ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა, თუმცა საჭიროა მეტად გააქტიურება.

 

როგორც ექიმი აცხადებს, ბავშვების ვაქცინაცია პანდემიასთან ბროლაში მნიშვნელოვანია.

 

„ბავშვებში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ 2020 წელს ათ პროცენტს შეადგენდა ინფიცირებულთა რაოდენობის, ახლა ორჯერ მეტია და სექტემბრის მონაცემით 20,4 პროცენტია. საქართველოში ბავშვების ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯერჯერობით საქართველოში ეს პროცესი ძალიან აქტიური არ არის, თუმცა ყოველდღიურად არის მზარდი მაჩვენებელი, თუ იაშვილში პირველი დღეების განმავლობაში 1-2 ბავშვი მოგვმართავდა ვაქცინაციისვის, ბოლო დღეებში 8-10 ბავშვი იტარებს ვაქცინაციას“, – განაცხადა ჩხაიძემ

 

 

 

big_banner
არქივი