logo_geo
ბელგიაში, ქალაქ გენტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო საშობაო ღონისძიებები გაუქმდა
- +

21 ნოემბერი. 2021. 18:23

 

 

ბელგიაში, ქალაქ გენტში საშობაო ღონისძიებები კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების გამო გაუქმდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

 

„სიტუაცია ძალიან მძიმეა. ჩვენ გვიწევს იმის თქმა, რომ ზედმიწევნით უნდა დავიცვათ დაწესებული ზომები. სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ დისტანციის დაცვა სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს, ამიტომ საშობაო ღონისძიებებზე გაგვიჭირდება მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“,- განაცხადა გენტის მერმა.

 

გენტში გადაიდო სანტა კლაუსის ცენტრში განთავსებულ ნაძვის ხესთან მისვლაც, რადგან ბავშვები პირბადეს არ ატარებენ და ჯერჯერობით კორონავისურის საწინააღმდეგო აცრაც გაკეთებული არ აქვთ. 2020 წლის მარტიდან გენტში კორონავირუსის 31 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.

 

 

 

big_banner
არქივი