logo_geo
როგორი იქნება 2022 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით: წელიწადის მახასიათებლები და მფარველი ცხოველი
- +

22 ნოემბერი. 2021. 12:21

 

 

ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, ყოველ წელს თავისი მფარველი ჰყავს. 2022 წელს წყლის  ვეფხვის წელი მოდის. ის კეთილშობილი და სამართლიანია, მაგრამ ამავე დროს ფიცხი ნიშანიცაა. წყლის სტიქია ამ წელს შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელ პირობას ქმნის.

 

ასტროლოგები ამბობენ, რომ 2022 წელი მშვიდი და გაწონასწორებული არ იქნება. ბევრი ადამიანი შეცდომას დაუშვებს, თუმცა, ამ შეცდომების შედეგები და მასშტაბები ინდივიდუალური იქნება თითოეულის შემთხვევაში. ვეფხვი განზრახ შექმნის სტრესულ სიტუაციებს, რომ ისწავლოთ, როგორ გახდეთ ძლიერები.

 

ჩინური კალენდრის მიხედვით, ვეფხვის წელი არა 1 იანვარს, არამედ 1 თებერვალს შემოვა და 2023 წლის 21 იანვრამდე გაგრძელდება. ორი მთავარი სიმბოლო იქნება: ხე, რომელიც დაგეხმარებათ სტაბილურად ყოფნაში და წყალი, რომელიც შემოქმედებითი განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ. ვეფხვი ადამიანებში მიზანდასახულობასა და ოპტიმიზმს გააღვიძებს და აიძულებს, იბრძოლონ საკუთარი მიზნებისა თუ ოცნებებისთვის. ეს წელი მშვიდი და გაონასწორებული ხარისგან განსხვავებული იქნება. რევოლუციონერი ვეფხვი ძალიან ბევრ ცვლილებასა და თავგადასავალს მოიტანს. თავად წელი კი ინოვაციური და აქტიური იქნება. ხელისუფლებაში მოვლენ ადამიანები, რომლებიც მთლიანად შეცვლიან დადგენილ წესებსა და ახალ დადგენილებებს შეიმუშავებენ. შეიძლება ითქვას, რომ ვეფხვი მფარველობს არა მათ, ვისაც სიყვარული შეუძლიათ, არამედ მათ, ვინც მზადაა, ცხოვრებაში სასურველ სიმაღლეებს მიაღწიოს.

 

ვეფხვი ერთგულ ნიშნად ითვლება, ამიტომ მსოფლიოსგან განსხვავებით, ოჯახში სიმშვიდე დაისადგურებს. სიმყუდროვე, ურთიერთგაგება, სიყვარული, სიმშვიდე - ესაა ის, რასაც 2022 წლიდან უნდა ელოდოთ.

 

 

big_banner
არქივი