logo_geo
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 58-ე გენერალური ასამბლეის სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა
- +

22 ნოემბერი. 2021. 23:17

 

 

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 58-ე სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

 

პლენარულ სესიას, გახსნით ნაწილში სიტყვით მიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა  და ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა დავით სერგეენკომ, რომელმაც ასამბლეისა და ზოგადად, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა პანდემიის ფონზე სამედიცინო სფეროში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით, სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

 

პლენარულ სესიაზე, ასევე, მოისმინეს მოხსენებები: „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში  ფარმაცევტულ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება“, „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება საპარლამენტო საქმიანობისა და საკანონმდებლო პროცესისა  გამჭვირვალობის ხელშეწყობისათვის“; „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში პანდემიის ფონზე საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევები“.

 

 სხდომის ფარგლებში ასევე, გაიმართა ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები.

 

 

big_banner
არქივი