logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 62 პაციენტი გარდაიცვალა
- +

23 ნოემბერი. 2021. 10:35

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 62 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 085 პირს დაუდასტურდა, 4 428 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 22 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 851 შემთხვევა გამოვლინდა, 5 530 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 55 კი გარდაიცვალა.

 

 

 

big_banner
არქივი