სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში 9 163 ქორწინება და 4 675 განქორწინება დარეგისტრირდა.
ქორწინების რაოდენობის თვალსაზრისით, თბილისი ლიდერობს. 6 თვეში, დედაქალაქში 2 504 ქორწინება დარეგისტრირდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (86) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა.
რაც შეეხება განქორწინების რეგისტრაციათა რაოდენობას: 1 705 განქორწინებით, თბილისი ამ შემთხვევაშიც პირველ ადგილზეა, ბოლოზე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი 32 განქორწინებით.