logo_geo
წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 9 163 ქორწინება და 4 675 განქორწინება დარეგისტრირდა
- +

23 ნოემბერი. 2021. 13:44

 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში 9 163 ქორწინება და 4 675 განქორწინება დარეგისტრირდა.

 

ქორწინების რაოდენობის თვალსაზრისით, თბილისი ლიდერობს. 6 თვეში, დედაქალაქში 2 504 ქორწინება დარეგისტრირდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (86) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა.

 

რაც შეეხება განქორწინების რეგისტრაციათა რაოდენობას: 1 705 განქორწინებით, თბილისი ამ შემთხვევაშიც პირველ ადგილზეა, ბოლოზე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი 32 განქორწინებით.

 

 

 

 

big_banner
არქივი