logo_geo
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- +

24 ნოემბერი. 2021. 10:34

 

 

24 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღეა. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

 

უნალექო დღე იქნება ფოთში. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღე და +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

 

მესტიაშიც წვიმიანი დღე და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

 

+5 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.

 

გორში +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2გრადუსი იქნება. ქარი და წვიმაა მოსალოდნელი.

 

გუდაურში თოვლი და +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც თოვს.

 

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

 

მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +17 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ქარი.

 

რუსთავში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი და ქარია მოსალოდნელი.

 

 

big_banner
არქივი