logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 64 პაციენტი გარდაიცვალა
- +

24 ნოემბერი. 2021. 10:50

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 64 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 679-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 201 პირს დაუდასტურდა, 4 098 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 23 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 5 085 შემთხვევა გამოვლინდა, 4 428 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი