logo_geo
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- +

25 ნოემბერი. 2021. 10:08

 

 

 

25 ნოემბერს ქუთაისში უნალექო დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უმეტესად მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

 

უნალექო დღე იქნება ფოთში. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღე და +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

 

მესტიაშიც უმეტესად მზიანი დღე და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ჭიათურაშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამე კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

 

+9 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

 

გორში +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

 

გუდაურში თოვლი და +1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც თოვს.

 

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც. დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

 

წვიმაა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც, სადაც დღისით +8, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

 

რუსთავშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი და ქარია მოსალოდნელი.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი