logo_geo
კობა კობალაძე: და თუ ვიღაცას ჰქონდა იმის ილუზია, რომ შემოვიდოდა და აქ დახვდებოდა 2003 წლის საქართველო, ამაზე პასუხი მოჰკითხოს იმას, ვინც ეს მცდარი ილუზია გაუჩინა
- +

25 ნოემბერი. 2021. 15:33

 

 

„მე მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრის და სახელმწიფო ინსტიტუციებთან  ურთიერთქმედების. ამ ურთიერთთანამშრომლობის წყალობით, ვეტერანთა 70 000-იან პირად შემადგენლობას, ჩვენს ბენეფიციარებს, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის მიეცათ. დღეს, 22 ლარზე ვინც სპეკულირებენ, თავად არიან ამ 22 ლარის შემოქმედები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და  სახელმწიფოს ურთიერთქმედებით, ერთიანი მიდგომით და პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით, დაწყებულია რამდენიმე საპილოტე პროგრამა აგრარული მიმართულებით, რომლებზეც ჩვენ, ასევე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს საკმაოდ საინტერესო საუბარი. ამ თემებზე შეხვედრები ხორციელდება სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის მინისტრებთანაც.

 

რაც შეეხება ონლაინ-კაზინოების აკრძალვის შესახებ პრემიერის ინიციატივას - რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან პირდაპირ ვიტყვი - ბევრი ოჯახი უბედურების ზღვარზე მიიყვანა ამ თემამ;  ჩემს სახელმწიფოს სარგებელი ამ ბიზნესიდან აქვს ყველაზე მიზერული, რადგან გაცილებით დიდი თანხა სხვაგან გაედინება. მთავრობის მხრიდან მოდის სხვადასხვა, რეალური ინიციატივები, რომლებიც გადაწყვეტილებას დაქვემდებარებულია და რომლებიც ჩემთვის, როგორც წარსულში სამხედრო პირისთვის, საკმაოდ მისაღებია. ეს აძლიერებს და აერთიანებს ჩემს ქვეყანას! და თუ ვიღაცას ჰქონდა იმის ილუზია, რომ შემოვიდოდა და აქ დახვდებოდა 2003 წლის საქართველო, ამაზე პასუხი მოჰკითხოს იმას, ვინც გაუჩინა ეს მცდარი ილუზია“, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ 24 ნოემბერს, ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში „რეალური პოლიტიკა“.

 

 

 

 

big_banner
არქივი