logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ამ ინფექციას გადაიტანს - რაც უფრო მეტი აიცრება, მით უფრო ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლება
- +

26 ნოემბერი. 2021. 12:06

 

 

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში ეპიდვითარება დრამატულია. ალერგოლოგ-იმუნოლოგის განცხადებით, რაც უფრო მეტი აიცრება, მით უფრო ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლება.

 

„საქართველოში ეპიდვითარება დრამატულია, მივდივართ იმ გზისკენ, როდესაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ამ ინფექციას გადაიტანს. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, მით ნაკლები გვეყოლება დაავადებულიც და გარდაცვლილიც. ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები რაც მივიღეთ, კარგია. თუ გვინდა, რომ მძიმე დაავადებების შემთხვევები და სიკვდილობა შემცირდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უფრო მეტი ასაკოვანი ადამიანი აიცრას“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

big_banner
არქივი