logo_geo
27-28 ნოემბერს თბილისის 100-მდე ქუჩას წყალმომარაგება დროებით შეუწყდება, რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობაც შეიზღუდება
- +

26 ნოემბერი. 2021. 13:52

 

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ხვალ, 27 ნოემბერს, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, კომპანია გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

გადაუდებელი სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად, ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება.

 

ახალი ტუმბო-აგრეგატის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ბახტრიონის სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. პარალელურად ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელებზე - მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე და ასევე, მაყაშვილის ქუჩა N32-ის მიმდებარედ.

 

„დაგეგმილი სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე 27 და 28 ნოემბერს მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩებზე სრულად შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა. 27 ნოემბერს ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა მაყაშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

 

წყალსადენის ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური მილების წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, საღამოს 21:00 საათიდან 28 ნოემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში:

 

რუსთაველის, მელიქიშვილის გამზირს, კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, ბაქრაძის, ლარსის, რჩეულიშვილის, გ. ახვლედიანის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, არსენას, ბესიკის, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის, ჯანაშიას, პეტრიაშვილის, პუშკინის, ასათიანის, გუნიას და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის, კოტე აფხაზის და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს.

 

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

 

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, მცხეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ჟვანიას, ფალიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას, გამსახურდიას, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, კარტოზიას, ფანასკერტელის, თამარაშვილის, კოსტავას, დოლიძის, იოსელიანის, ალექსიძის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის ქუჩებს, საირმის გორას, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, გამრეკელის, ლორთქიფანიძის, ბერბუკის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს, დასახლებებს - „ახალ თბილისსა“ და ,,ოლიმპიურ ქალაქს”.

 

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში:

 

მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, ჩხეიძის, ბალანჩინის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

 

სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი