logo_geo
ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით, Facebook-მა და Instagram-მა ქართული ე.წ. მეკობრული საიტების გვერდები წაშალა
- +

27 ნოემბერი. 2021. 14:57

 

სოციალურმა ქსელებმა - Facebook-მა და Instagram-მა, ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით, ქართული მეკობრული საიტების Facebook და Instagram-გვერდები წაშალა.

 

მოსალოდნელია, რომ მეკობრულ საიტებს Google-ის საძიებო სისტემაც შეზღუდავს.

 

„საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ჰოლივუდის სტუდიებთან და მისი მიზანია საქარათველოში ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა საქართველოს ანტიმეკობრეული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბეჟაშვილმა მედიასთან საუბრისას.

 

 

big_banner
არქივი