სოციალურმა ქსელებმა - Facebook-მა და Instagram-მა, ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით, ქართული მეკობრული საიტების Facebook და Instagram-გვერდები წაშალა.
მოსალოდნელია, რომ მეკობრულ საიტებს Google-ის საძიებო სისტემაც შეზღუდავს.
„საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ჰოლივუდის სტუდიებთან და მისი მიზანია საქარათველოში ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა საქართველოს ანტიმეკობრეული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბეჟაშვილმა მედიასთან საუბრისას.