logo_geo
მსოფლიოს კორონავირუსის ახალი შტამი უტევს
- +

27 ნოემბერი. 2021. 18:56

 

 

 

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილმა კორონავირუსის ახალმა შტამმა  „ომიკრონი“ ევროპაში ცირკულირება  უკვე დაიწყო. ვირუსოლოგი ვოლფანგ ფრეიზერი ამბობს, რომ ახალმა შტამმა შესაძლოა გამოიწვიოს საშიში დაავადებები, გავრცელდეს ძალიან სწრაფად და მის წინააღმდეგ არაეფექტური აღმოჩნდეს ვაქცინა:

 

„შესაძლოა, ვირუსის ამ ვარიანტმა მნიშვნელოვნად იმოქმედოს იმუნურ სისტემაზე, გამოიწვიოს საშიში დაავადებები, გავრცელდეს ძალიან სწრაფად და მის წინააღმდეგ არაეფექტური აღმოჩნდეს ვაქცინა. ამიტომ, საჭიროა ზომების სწრაფად მიღება. ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით ამ ვირუსის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ის სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, უცნობია, თუ სად წარმოიქმნა. რაც ვიცით, მხოლოდ ვარაუდებია“, - აცხადებს ვირუსოლოგი ვოლფანგ ფრეიზერი.

 

რატომ დადგა უსაფრთხოების ასეთი მკაცრი ნორმების მიღების აუცილებლობა დღის წესრიგში, ჯერჯერობით ახალ შტამთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, ცნობილია ის, რომ მსოფლიოში რამდენიმე ლაბორატორია და წამყვანი მეცნიერები ახლა აქტიურად სწავლობენ ახალ შტამს.

 

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც სპეციალისტებმა კვლევების შედეგად პასუხები უნდა გასცეს. რამდენჯერ სწრაფად გადამდებია, რა შედეგებს იწვევს და არის თუ არა, ვაქცინებთან რეზისტენტული.

 

ახალი შტამის გავრცელების შედეგად, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, ტაილანდმა, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ.

 

 

big_banner
არქივი