logo_geo
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალური განცხადებას ავრცელებს
- +

27 ნოემბერი. 2021. 21:16

 

 

 

28 ნოემბერს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N59-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

 

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 28 ნოემბერს, 22:00 საათიდან 29 ნოემბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

 

ნაძალადევის რაიონში: ზღვის უბნის IV, IX, X, Xა კვარტლებს, ზღვის უბნის III მიკრორაიონის V კვარტალს, ზღვის უბნის XI მიკრორაიონის I-III კვარტლებს, ანაპის დივიზიის ქუჩას.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

 

 

big_banner
არქივი