logo_geo
მეგ რაიანი: იქნებ ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდეს მამაკაცი, რომელსაც ამ ასაკშიც შევუყვარდები
- +

28 ნოემბერი. 2021. 01:38

 

 

მარგარეტ მერი ემილი ენ ჰაირა, რომელსაც მსოფლიო მეგ რაიანის სახელით იცნობს, დიდი ხანია, რომანტიკული კომედიის დედოფლად აღიარეს.ბოლო ორი წელია, მეგ რაიანი აქტიურადაა დაკავებული სარეჟისორო საქმიანობით. მის ახალ ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰენქსი და მსახიობის ვაჟი, ჯეკ კუეიდი, ასრულებენ.

 

ჯეკი 28 წლისაა. მთავარი როლი შეასრულა ფილმში “შიმშილის თამაშები”. ასევე მონაწილეობს სერიალში “ბიჭები”, რომელიც ეკრანებზე ამჟამადაც გადის. დასავლური მედია წერს, რომ ჯეკ კუეიდი “ჰოლივუდის მთავარი ბიჭი” ხდება.2006 წლის იანვარში რაიანმა 14 თვის ჩინელი გოგონა იშვილა, სახელად დეიზი ტრუ.

 

მეგ რაიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:

 

„ახლა ზუსტად ვიცი, რომ ასაკს სიყვარულისთვის მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, ამაში ჩემს ცხოვრებაში ბოლო დროს მომხდარმა მწარე რეალობამ დამარწმუნა. კრისტი ბრინკლი 66 წლისაა და ის ჯონს ძალიან უყვარს. იქნებ ხვალ ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდეს მამაკაცი, რომელსაც ამ ასაკშიც შევუყვარდები…

 

წონაში არასოდეს ვიმატებ, დიეტას არასოდეს ვიცავ. იოგა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად კი ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო, ძირითადად ბოსტნეულს და რძის ნაწარმს ვჭამ.

 

მავანი წერს, რომ გაახალგაზრდავება მსურს და ათასგვარ ოპერაციას ვიკეთებ, რაც ჩემს გარეგნობაზე უარყოფითად აისახება… მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომწონს საკუთარი თავი ამ ასაკში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ უწინდებურად კარგად გამოვიყურებოდე. პლასტიკურ ქირურგიასაც თავისი დრო ჰქონია და ეს დრო ჩემთვის უკვე დადგა.“

 

 

 

big_banner
არქივი